saqarTvelos mRvimeebi - buRelis mRvime
კარსტული მღვიმე ცაგერის მუნიციპალიტეტში, ასხის კირქვულ პლატოზე, „დიდველის“ ტერიტორიაზე, შვეულ ფლატეში, მდინარე კვერეშულას სათავის რაიონში (მდინარე ცხენისწყლის შენაკადი). შეფარდებითი სიმაღლე 50 მ. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. შესასვლელის სიმაღლე და სიგანე 2-3 მეტრია, სავარაუდო სიგრძე - 70 მ. გვხვდება ცხოველთა მრავალრიცხოვანი ძვლები. ძნელმისადგომია.